Saturday, October 31, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ საპრეზენტაციო შაბლონების შექმნა, გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, დიფერენცირებული სწავლების ფორმები.
მიღებულ ცოდნას გამოვიეყენებ მოსწავლეებთან ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებისათვის 

Sunday, October 25, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

            დღეს  განვიხილეთ ინტერნეტი, როგორც საკომუნიკაციო საშუალება. , ვისაუბრეთ საავტორო უფლებებსა და მის დაცვაზე.
           შევინახეთ და შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი.
            გვაქვს დავალება- შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო მაშრომი.
            მიღებულ ცოდნას  გადავცემ ბავშვებს, რათა მათაც გაითვალისწინონ საავტორო უფლებები ინტერნეტში მუშაობისას. 

Saturday, October 24, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია


              დღეს განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,
    შევარჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტები.
    გავაკეთე რუბრიკა "ვიცი- მინდა ვიცოდე-ვისწავლე"
     ვიმუშავეთ საპრეზენტაციო პროგრამაში.
      დღევანდელ მასალებს გამოვიყენებ  მოსწავლეების შეფასებისას, გაკვეთილის მიმდინარეობის სახვადასხვა ეტაპებზე. 

Sunday, October 18, 2015

მესამე დღის რეფლექსია

              დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი იყო.
             საპროექტო თემებისათვის შევარჩიეთ საგნობრივი სტანდარტები და ინდიკატორები. ჩამოვაყალიბეთ სასწავლო მიზნები და მიმართულების მიმცემი საკვანზო კითხვები, გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია,  გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვებს.
             მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ, რათა ჩემმა მოსწავლეებმა განივითარონ მაღალი სააზროვნო უნარები,  სიღრმისეულად გაეცნონ სასწავლო თემატიკას და ის დაუკავშირონ რეალურ ცხოვრებას, მეტად იყვნენ ჩართულნი პროექტებზე დაფუძნებულ  სასწავლო პროცესში.

Saturday, October 17, 2015

მეორე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი საინტერესო იყო. მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო თემები, გავუზიარეთ აზრები. ვიმუშავეთ პუბლიკაციის მომზადებაზე. დავათვალიერეთ და გავნიხილეთ ბუკლეტების ნიმუშები. გავიხსენეთ ვორდში მუშაობის წესები, ვისწავლეთ დრაივის გამოყენება: ინფორმაციის შენახვა, გადაგზავნა. მიღება. მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ ჩემ შემდგომ მუშაობაში; მშობლებთან კომუნიკაციისათვის, მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად, რაც სასწავლო პროცესს უფრო ნაყოფიერსა და შემოქმედებითს გახდის.

Saturday, October 10, 2015

პირველი დღის რეფლექსია

2015 წლის 10 ოქტომბერს დავიწყე ინტელის ტრენინგი. გავეცანი viewer-ის პროგრამის მუშაობას. შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდეები, გავეცანი და შევინახე საჭირო რესურსები, ასევე გავეცანი პროექტების ნიმუშებს და მაქვს დავალება,შევარჩიო სამუშაო პროექტის თემა. დღევანდელ მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ და გავითვალისწინებ პროექტებზე მუშაობისას.